Monday, 20 June 2016

20.06.2016  დღე პირველი

              ვთვლი რომ დღე იყო ნაყოფიერი, გავიხსენე კომპიუტერის წინა კურსზე ნასწავლი  მასალა. შევიტყვე ინტელის კურსის შესახებ, ვიუვერის გამოყენება ვისწავლეთ, რომელშც არის უამრავი საინტერესო რესურსი,  ვისაუბრეთ პროექტის  მნიშვნელობაზე, თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როცა პროექტის გეგმაზე დავიწყებთ მუშაობას,მნიშვნელოვანია რომ აქცენტი გაკეთდეს  მოსწავლეებზე, მათ მაღალ სააზროვნო უნარების გამომუშავებაზე.
              მნიშვნელოვანია პროექტზე მუშაობისას შეფასების რუბრიკების სწორად შექმნას. უნდა გავითვალისწინო განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.. საყურადღებოა მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები.
 პროექტის გეგმის დაწერისას მნიშვნელოვანია,რომ მასში ჩანდეს  მთავარი პრობლემა, მოსწავლეებმა დააკავშირონ დასახული შესასწავლი საკითხი დღევანდელობასთან, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, გადაჭრის გზები და გაუზიარონ თავიანთ ჯგუფის წევრებს. რაც განუვითარებს მათ ჯგუფური მუშაობის დადებით უნარებს.
               გავეცანი ასევე პორთფოლიოს შეფასების რუბრიკას. 

No comments:

Post a Comment